ნიკა ცქიტიშვილის ჯამური 23 ქულა "ჰიროშიმასთან" მოგებულ 2 მატჩში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ნიკა ცქიტიშვილი იაპონიის საკალათბურთო ლიგას უშინაურდება და წარმატებულ ნაბიჯებს დგამს. მისი კლუბი "ტოჩიგი ბრექსი" კი თამაშს თამაშზე იგებს და უკვე ლიდერებშიც გაერია.

იაპონური ლიგის ფორმატით, ყველა გუნდი ტურში 2-2 მატჩს (2 დღეში) მართავს ყოველ მეტოქესთან. ტოჩიგელების მორიგი მსხვერპლი "ჰიროშიმა დრაგონფლაისი" გახდა, რომელიც ცქიტიშვილის გუნდმა ზედიზედ ორჯერ დაამარცხა.

პირველ შეხვედრაში ტოჩიგელებმა მეტოქე 98:66 გაანადგურეს და ქართველმა კალათბურთელმა 19 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ნიკამ 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი
ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

მე-2, 87:67 მოგებულ მატჩში ქართველი ფორვარდი კიდევ უფრო შედეგიანი იყო. მან 21 წუთში 13 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. ნიკამ 8-დან 6 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2-ჯერ დაჯარიმდა.

მორიგი მატჩები "ტოჩიგი ბრექსს" 5 და 6 დეკემბერს კუნძულ ჰოკაიდოს ქალაქ საპოროს გუნდთან აქვს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული