თორნიკე შენგელიას MVP-ს ტიტული და 21 ქულა "სარაგოსათან" მატჩში

AutoSharing Option
"ლაბორალ კუჩას" ქართველმა ფორვარდმა, რომელსაც ფეხის ტრავმის გამო თვენახევარი გაუცდა და ოპტიმალური ფორმისგან შორსაა, მორიგი ტურის შეხვედრაში სტუმრად "სარაგოსას" 21 ქულა ჩაუგდო და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი დაისაკუთრა.

მოედანზე ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა თორნიკე შენგელიამ 2 მატჩში ჯამში 20 წუთი ითამაშა და 6 ქულა მოაგროვა. დღევანდელ შეხვედრაში კი ქართველმა ფორვარდმა საკუთარი შესაძლებლობები დიდი დოზით წარმოაჩინა. ამის საშუალება მას მწვრთნელმა მისცა, რომელმაც თორნიკეს სათამაშოდ 23 წუთი დაუთმო.

შენგელია სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, საუკეთესო გამხდარიყო. ქართველმა ლეგიონერმა 9-დან
6 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში თორნიკემ 21 ქულა, 7 მოხსნა, 3 დაფარება, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. შენგელიამ 4 ჯარიმა მიიღო, მასზეც 4-ჯერ დაჯარიმდნენ, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

მარგი ქმედების კოეფიციენტით (27) შენგელია მოედანზე საუკეთესო იყო. მის შემდეგ 17 ერთეულით ვიტორიელთა ამერიკელი ლეგიონერი დარიუს ადამსი მოდის. 13-13 შეადგინა ფაბიენ კოსიესა და იანის ბურუსისის მარგი ქმედების კოეფიციენტმა. რაც შეეხებათ სარაგოსელებს, მათი კალათბურთელები ვერაფრით გამოირჩნენ და შესაბამისად, დიდი სხვაობითაც დამარცხდნენ - 66:90.

7 მოგებითა და 1 მარცხით "ლაბორალ კუჩა" "ბარსელონასთან" მე-2-მე-3 ადგილებს იყოფს. პირველ ადგილზე კი წაუგებელი "ვალენსიაა". მორიგ მატჩს შენგელიას გუნდი 6 დეკემბერს, შინ "ტენერიფესთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული