ვიქტორ სანიკიძის 8 ქულა და 6 მოხსნა სტუმრად მოგებულ მატჩში

AutoSharing Option
ქართველი ფორვარდის, ვიქტორ სანიკიძის "თედ კოლეჯმა" სტუმრად "ბუიუქკეჩმეკი" დაძაბულ ბრძოლაში - 93:89 დაამარცხა, რაშიც სანიკიძის წვლილი მნიშვნელოვანია.

ქართველ ფორვარდს წინა ტურში არ უთამაშია, "ბუიუქკეჩმეკთან" კი მოედანზე 25 წუთით გამოჩნდა და თავი 8 ქულას, 6 მოხსნას, 2 პასს და თითო ჩაჭრა-დაფარებას მოუყარა. ვიქტორმა 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

ანკარელებს 25 ქულით ლიტველმა მარტინას გეჩევიჩიუსმა ულიდერა, გუნდმა კი ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, 3 მოგებით, მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

სანიკიძის
გუნდი მომდევნო მატჩს 6 დეკემბერს, შინ, "პინარ ქარშიაქას" წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული