სანიკიძის ანკარულმა გუნდმა ჩემპიონატი მძიმედ დაიწყო, თუმცა ბოლო ხანებში გამარჯვებებს უხშირა და ცხრილში მნიშვნელოვნად დაწინაურდა.
მორიგი ტურის მატჩში ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 27 წუთი გაატარა. სანიკიძემ 8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. სანიკიძემ მთლიანობაში 15 ქულა მოაგროვა, რასაც 13 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაყოლა.
სანიკიძეს გვერდში ედგნენ მისსავით ლეგიონერები - ამერიკელი კალინ
ქართველი ლეგიონერის გუნდს 5 გამარჯვებასთან ერთად 7 მარცხი აქვს და ამ შედეგით თურქეთის ჩემპიონატში მე-9 ადგილზე იმყოფება.
მორიგ ტურში, 23 დეკემბერს, "თედ კოლეჯი" სტამბოლში "ბუიუქშეჰირს" დაუპირისპირდება".
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით