დუდა სანაძე GREAT ALASKA SHOTOUT-ის სიმბოლურში შეიყვანეს

AutoSharing Option
დუდა სანაძის აღიარება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში. უფრო ზუსტად კი, ქართველი უკანახაზელი 2 დღის წინ დასრულებულ ტურნირ GREAT ALASKA SHOTOUT-ში გამოარჩიეს.

აღნიშნული ტურნირი ალიასკაზე, ქალაქ ანკორეიჯში გაიმართა და მისი ეგიდით "სან დიეგომ" 3 მატჩი გამართა.

"სან დიეგომ" ბოლო 3 შეხვედრა ალიასკაზე, აღნიშნული ტურნირის ეგიდით ჩაატარა. ეს მატჩებია "ლოიოლასთან" (57:67), "სან ხოსესთან" (67:76) და "დრექსელთან" (62:59). მართალია, 2 წაგებითა და 1 მოგებით სანაძის გუნდი ტურნირის მონაწილე 8 გუნდს შორის სამეულში ვერ მოხვდა, თუმცა ქართველი კალათბურთელი, გამოჩენილი შედეგიანობის გათვალისწინებით, ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

ზემოთ აღნიშნულ 3 მატჩში სანაძე საშუალოდ 17.6 ქულას და 6.7 მოხსნას აგროვებდა. ის ამ მაჩვენებლებით "სან დიეგოში" საუკეთესო იყო და ტურნირის დასრულების შემდეგ სანაძე დამსახურებულად დასახელდა იმ 10 კალათბურთელს შორის, რომლებიც GREAT ALASKA SHOTOUT-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.

მომდევნო მატჩს "სან დიეგო" 3 დეკემბერს, "ბეტესდასთან" შინაურ "ჯენი გრეიგ პავილიონში" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული