დუდა სანაძის MVP-ს ტიტული და 21 ქულა "ბეტესდასთან"

AutoSharing Option
ამერიკის სტუდენტური ლიგის მორიგ არასაკონფერენციო მატჩში ქართველმა უკანახაზელმა დუდა სანაძემ 21 ქულა მიითვალა და "სან დიეგოს" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოაპოვებინა. სანდიეგოელებმა "ბეტესდას" უმასპინძლეს და დამაჯერებელი სხვაობით - 71:56 დაამარცხეს.

არადა, პირველი ტაიმის შემდეგ "სან დიეგო" აგებდა და ქართველი ლეგიონერის შედეგიანობის წყალობით მეორე ნახევარში მეტოქე ჩამოიტოვა და საბოლოო გამარჯვებასაც მიაღწია.

სანაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მის ანგარიშზე 21 ქულა, 3 ჩაჭრა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება დაგროვდა. დუდამ 30 წუთი ითამაშა და 10-დან 7 ორქულიანი, 8-დან 1 სამიანი და
5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. თამაშიდან ცხრავე სროლა ააცილა სანაძის თანამებრძოლმა მარკუს ჰარისმა, თუმცა ქართველის შედეგიანობამ სანდიეგოელთა გუნდის ეს ხარვეზი გადაფარა.

არასაკონფერენციო 7 მატჩიდან "სან დიეგოს" 2 მოგება აქვს. "ვესტ ქოუსთის" კონფერენციის ჩემპიონატი 1-ელ იანვარს "პასიფიკთან" მატჩით დაიწყება, მანამდე კი სანაძის გუნდი კიდევ 4 შეხვედრას გამართავს. მომდევნო მატჩი "სან დიეგო ტორეროს" 7 დეკემბერს, თანაქალაქელ "სან დიეგო სტეიტთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული