"ვითას" 16 წლის კალათბურთელი სერბეთის გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
210 სმ სიმაღლის 16 წლის ნიჭიერი ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე კარიერას სერბეთში განაგრძობს. იგი უმაღლესლიგურ "მეგა ლეკსში" ჩაირიცხა. ეს გუნდი სერბეთის ჩემპიონატში მოგვიანებით ჩაერთვება, მანამდე კი ადრიატიკის ლიგაზე ასპარეზობს.

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძემ სეზონი ქართულ "ვითასთან" ერთად დაიწყო და ვითიბი ლიგაზეც ცდიდა ძალებს. მანამდე, ზაფხულში, 16-წლამდელთა ნაკრებთან ერთად B დივიზიონში ითამაშა, 9 მატჩში საშუალოდ 14.2 ქულას, 8.9 მოხსნასა და 1.9 პასს აგროვებდა. იგი ამ შეჯიბრების სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული