ბექა ბურჯანაძის 9 ქულა და "ოვიედოსთან" ოვერტაიმში წაგებული მატჩი

AutoSharing Option
ბოლო 3 მატჩში საშუალოდ მოხვეჭილი 31 ქულის შემდეგ ბექა ბურჯანაძემ შედეგიანობას მოუკლო და ესპანეთის მეორე დივიზიონის მორიგ ტურში 9 ქულას დასჯერდა.

მისმა "ლეიმა ბასკეტმა" სტუმრად დიდი ბრძოლა გაუმართა "ოვიედოს" და ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ, ოვერტაიმში 3 ქულის სხვაობით - 95:98 დამარცხდა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 36 წუთი გაატარა. ბურჯანაძემ 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 სამიანი ჩააგდო. 9 ქულასთან ერთად ბექამ 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ლაკორუნიელთა გუნდში საუკეთესო შედეგი სერხიო ოლმოსმა -
20 ქულით დააფიქსირა.

ლაკორუნიელებმა ვერაფერი მოუხერხეს ოვიედოელთა უკანახაზელ ტაილერ სვინგს, რომელმაც 9-დან 8 სამქულიანი ჩააგდო, მთლიანობაშ კი 42 ქულა მიითვალა და მასპინძლებს გაამარჯვებინა.

ამ მოგებით "ოვიედომ" მე-6 ადგილზე აინაცვლა, ხოლო "ლეიმა ბასკეტი" 11 მატჩიდან 3 მოგებით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

მომდევნო ტურში, 11 დეკემბერს, ბურჯანაძის გუნდი მე-13 ადგილზე მყოფ "კასერეს პატრიმონიოს" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული