ნიკა ცქიტიშვილის გუნდი იაპონიის ჩემპიონატში წარმატებულ სვლას განაგრძობს

AutoSharing Option
იაპონიის ჩემპიონატში წაუგებელი მატჩების სერიას აგრძელებს ნიკა ცქიტიშვილის "ტოჩიგი ბრექსი".

მორიგი წყვილი მატჩი ტოჩიგელებს "ჰოკაიდოსთან" უწევთ, რომლის პირველი დაპირისპირება 5 დეკემბერს მოიგეს.

იაპონიის ჩემპიონატის გათამაშების სისტემა შემდეგნაირია: ყოველ უქმეებზე გუნდები 2-ჯერ ხვდებიან ერთმანეთს და შესაბამისად, 2 ტურს ილევენ. ცქიტიშვილის გუნდმა შაბათის დაპირისპირება შინ 86:74 მოუგო კუნძულ ჰოკაიდოს წარმომადგენლებს და ლიდერთა შორის ადგილი გაიმყარა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ნიკამ 4-დან 3 ოქრულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. საბოლოო ჯამში ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე 6 ქულა,
5 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. ცქიტიშვილმა 3 ჯარიმა მიიღო, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

ტოჩიგელებს რაიან როსიტერმა 23 ქულითა და 13 მოხსნით ულიდერა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული