აღიარება - ბექა ბურჯანაძე ესპანეთში ტურის MVP მესამედ გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბექა ბურჯანაძე ესპანეთის ოქროს ლიგის საუკეთესო კალათბურთელობისკენ მიიწევს.

შეჯიბრებაში 12 ტურია გასული და 21 წლის ქართველი ფორვარდი უკვე მესამედ დასახელდა ტურის საუკეთესო კალათბურთელად. მესამედ ეს პატივი "კასერესთან" ჩატარებული ეფექტური მატჩის შემდეგ ერგო. მისმა "კორუნიამ" მეტოქე 10 ქულის სხვაობით, 85:75 დაამარცხა.

ბურჯანაძემ 27 წუთში 26 ქულა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნა მოაყოლა და ბრწყინვალე ორმაგი დუბლი გაიფორმა. მან 13-დან 8 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

ამ მოგებით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე მყოფმა "კორუნიამ" მე-12-ზე აინაცვლა. მორიგ მატჩში, 16 დეკემბერს,
სტუმრად "ბარსელონას" შეხვდება.

გამოცემა "ევრობასკეტზე", გარდა იმისა, რომ ბექა ტურის საუკეთესოდაა აღიარებული, მცირე დახასიათებაცაა:

"კორუნიული გუნდი მე-12 ადგილზეა. მას მოგებები ჰაერივით სჭირდება, რაშიც ძალიან ეხმარება ბექა ბურჯანაძე. იგი "კორუნიაში" მეორე სეზონს ატარებს, თუმცა დღეს წარმოუდგენელია ეს გუნდი ბექას გარეშე.

ახალგაზრდა ქართველს საოცარი საშუალო მაჩვენებლები აქვს: 18.9 ქულა, თამაშიდან ტყორცნების 64.4 პროცენტი, სამქულიანების 42.4 პროცენტი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
სამაგალითო!
vano
12:07 15-12-2015
0
ბოლომდე მიაწექი ლომო, ბევრად დიდ კალათბურთს იმსახურებ შენ...
cezarius
13:03 15-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული