ბექა ბურჯანაძის ბენეფისი ესპანეთში გრძელდება - 23 ქულა და 13 მოხსნა ბარსელონაში

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის ბენეფისი გრძელდება. "კორუნიას" ქართველი ფორვარდი მარგი ქმედების კოეფიციენტის 27 ერთეულით წინა ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა, წუხანდელ შეხვედრაში კი ეს მაჩვენებელი 30 ჰქონდა. ბურჯანაძის ლიდერობით, ლაკორუნიელებმა კატალონიური გუნდი ბარსელონაში 88:76 დაამარცხეს.

ესპანეთის მეორე დივიზიონში კატალონიურ გრანდს მეორე გუნდი ჰყავს და სწორედ მას მოუგო "კორუნიამ" ბურჯანაძის წინამძღოლობით.

ქართველმა ფორვარდმა 29 წუთში 23 ქულა, 13 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ბურჯანაძემ 8-დან 5 ორქულიანი, 8-დან 3 სამიანი და 4-
დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ბექას გვერდში ედგა თანაგუნდელი პადრო ოლმოსი, რომელმაც 17 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.

13 ტურის შემდეგ მე-5 გამარჯვებით ლაკორუნიული გუნდი ცხრილში მე-11 ადგილზე აღზევდა. მომდევნო მატჩს ბურჯანაძის გუნდი 20 დეკემბერს, შინ "პლანასასთან" გამართავს.

ქართველ ფორვარდს კი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების მორიგი ბრწყინვალე შანსი აქვს. ეს ტიტული ბურჯანაძემ გასულ 13 ტურში უკვე 3-ჯერ მოიგო.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგრე განაგრძე ბექა, ისე 11 ადგილს აღზევებას, რო ეძახით რამდენი გუნდია მაგ ლიგაში?.DDD
sabonis
11:30 17-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული