ბექა ბურჯანაძე ესპანეთის მეორე დივიზიონის მე-13 ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძე ესპანეთის მეორე დივიზიონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ქართველი ფორვარდი მარგი ქმედების კოეფიციენტის 27 ერთეულით წინა ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, გასულ ტურში კი 30 დააგროვა, თუმცა პირველობას ვერ შესწვდა.

გასულ ტურში "პლანასას" ლიდერმა ოლივერ ორტეაგამ 30 ქულასთან ერთად 10 მოხსნა მოაგროვა და მარგი ქმედების 39 ერთეულს უწია. შესაბამისად, საუკეთესოც ის გახდა, ბურჯანაძე კი საუკეთესო ხუთეულში შევიდა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი წარმატებაა.

ბურჯანაძე აქამდე გამართულ 13 ტურში საუკეთესო მოთამაშე 3-ჯერ
გამხდარა.

მომდევნო ტურში ქართველი ფორვარდის გუნდი "კორუნია" სწორედ ორტეაგას "პლანასას" შეხვდება, რაც ბექასთვის თავისთავად დიდი გამოწვევაა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული