ბექა ბურჯანაძის თითქმის ორმაგი დუბლი და გამარჯვება "პლანასთან"

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის მორიგი წარმატება ესპანეთის მეორე დივიზიონში. სეზონის უშედეგოდ დაწყების შემდეგ ქართველი ფორვარდის "ლეიმა ბასკეტმა" ბოლო 6 მატჩიდან მე-5 გამარჯვება მოიპოვა. ლაკორუნიელთა მორიგი მსხვერპლი ნავაროული "პლანასა" გახდა, რომელსაც "ლეიმა ბასკეტმა" 74:70 მოუგო.

ბურჯანაძეს ამჯერად შთამბეჭდავი ციფრები არ დაუფიქსირებია, თუმცა საკუთარ გუნდში მაინც საუკეთესო იყო. ბექამ 29 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი, 6-დან 1 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ ბურჯანაძეს მარგი ქმედების 18 ერთეული
დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ის თავის გუნდში საუკეთესო იყო.

ერთი საინტერესო მომენტიც: "პლანასას" შემადგენლობაში ითამაშა წინა ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ოლივერ არტიაგამ, რომელმაც "ლეიმა ბასკეტთან" შეხვედრა ბურჯანაძეზე ნაკლები შედეგიანობით დაასრულა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 12 შეადგინა.

6 მოგებითა და 8 მარცხით "ლეიმა ბასკეტმა" 16-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილზე აინაცვლა. მომდევნო მატჩს ლაკორუნიელები 30 დეკემბერს, სტუმრად "ლეიდასთან" ჩაატარებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული