გიორგი ცინცაძის 4 ქულა, 5 პასი და გამარჯვება ლ'ავრში

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების ძირითადმა გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ თავის კლუბ "გრავლინ-დიუნკერკში" მორიგი მატჩი გამართა და თავისიანებს გამარჯვებაში დაეხმარა.

გრავლინელებმა, რომლებიც საფრანგეთის ჩემპიონატში ამ ტურამდე მეორე ადგილზე იყვნენ, სტუმრად "ლ'ავრს" 83:63 სძლიეს და ლიდერ "ვილერბანს" დაეწივნენ.

ქართველმა უკანახაზელმა კი 13 წუთში 4 ქულა და 5 პასი მოაგროვა. გიორგიმ 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. გრაველინელთა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს მარკუს დავმა (15), ვენ მუკუბუმ (14), პაპე
სიმა (13) და სტივენ გრეიმ (13) გადააბიჯეს.

10 მოგებითა და 3 მარცხით ცინცაძის გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერია ლიონის "ვილერბანთან" და "მონაკოსთან" ერთად. მორიგ მატჩს გრავლინელები 27 დეკემბერს, შინ "ანტიბთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული