დუდა სანაძის 11 ქულა და გამარჯვება "ნორტრიჯთან"

AutoSharing Option
დუდა სანაძის "სან დიეგო" წარმატებულ სვლას აგრძელებს. ამერიკის სტუდენტური ლიგის ბოლო არასაკონფერენციო მატჩში კალიფორნიელები "ნორტრიჯს" შეხვდნენ და 81:60 დაამარცხეს. გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი ქართველმა ლეგიონერმაც დაიდო.

სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და შეხვედრა 11 ქულით, 3 მოხსნით, 2 პასით და 1 ჩაჭრით დაასრულა. დუდამ 4-დან 3 ორქულიანი, 8-დან 1 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საუკეთესო შედეგი სერბმა ვასა პუსიკამ დააფიქსირა, ხოლო ოლინ კარტერის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.

სანდიეგოელებმა არასაკონფერენციო 11 მატჩიდან 5 მოიგეს, რაც 10-გუნდიან "ვესტ ქოუსთის" კონფერენციაში მე-6 შედეგია. კონფერენციის
ჩემპიონატს სანაძის გუნდი 1-ელ იანვარს, სტუმრად "პასიფიკთან" მატჩით დაიწყებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული