ვიქტორ სანიკიძის 10 ქულა, 7 მოხსნა და დასანანი მარცხი "ისთანბულთან"

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის "თედ კოლეჯმა" დასანანი მარცხი განიცადა. ანკარელები "ისთანბულს" ესტუმრნენ და 2 ქულის სხვაობით - 72:74 დამარცხდნენ.

ქართველმა ფორვარდმა 26:15 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა. ვიქტორმა 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2-ჯერ დაჯარიმდა.

სტუმართა რიგებში 24 ქულით გამორჩეული ამერიკელი ლეგიონერი ჯეი ლუკასი იყო, მასპინძლებს კი მისმა თანამემამულე ჯოზეფ კაულიმ ულიდერა - 20 ქულა.

5 გამარჯვებით და 7 წაგებით "თედ კოლეჯი" მე-10 პოზიციაზე
იმყოფება. მორიგ ტურში, 27 დეკემბერს, სანიკიძის გუნდი "ტრაბზონსპორს" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული