მანუჩარ მარკოიშვილის 5 ქულა და გამარჯვება "ისთანბულთან"

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" თურქეთის ჩემპიონატში ისევ იმარჯვა. ამჯერად ქართველი ლეგიონერის გუნდმა თანაქალაქელ "ისთანბულს" 73:64 სძლია და ლიდერთა შორის ადგილი გაიმაგრა.

მანუჩარმა 18 წუთი ითამაშა და 5 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 1 ორქულიანი და 5-დან 1 სამიანი ჩააგდო. ზოგადად, დარუშაფაკელებმა გუნდურად ითამაშეს. 12 ქულით ბომბარდირი სკოტ უილბეკინი გახდა, ხოლო სამმა მოთამაშემ - რეჯი რედინგმა, იამონ ლუკასმა და ემირ პრელდჟიჩმა 10-10 ქულა მიითვალეს.

9 მოგებით და 4 მარცხით "დარუშაფაკა" პირველ ადგილზეა. მორიგ ტურში, 2 იანვარს მარკოიშვილის
გუნდი სტუმრად "ტრაბზონსფორს" შეხვდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული