თორნიკე შენგელიას 23 ქულა და გამარჯვება "ფუენლაბრადასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას 23 ქულა ესპანეთის ჩემპიონატში. "ლაბორალ კუჩას" ქართველმა ფორვარდმა მე-13 ტურის მატჩში "ფუენლაბრადასთან" დიდებულად ითამაშა და ბასკურ გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა. ვიტორიელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 101:79 გაანადგურეს.

შენგელია 23 ქულით ბომბარდირი გახდა. ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 11-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

23 ქულასთან ერთად თორნიკემ 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 29 შეადგინა, თუმცა ვიტორიულ
გუნდში ამ მხრივ საუკეთესო შედეგი იანის ბურუსისმა დააფიქსირა - 20 ქულა, 8 მოხსნა და მარგი ქმედების 33 ერთეული.

შენგელიას გუნდს 10 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და კვლავ მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩი ვიტორიელებს შინაურ არენაზე 3 იანვარს, მადრიდის "რეალთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
sportall.ge:
ძალიან გთხოვთ, ხო შეგიძლიათ თორნიკეს ჰაილაითები გააკეთოთ და შენგელიას ვიდეო კოლაჟი შემოგვთავაზოთ ხოლმე. ცოტა მეტი შრომა დაჭირდება, მაგრამ ბევრად საინტერესო იქნება ქართველებისთვის.
ზოგადად ყველა ქართველზე როცა დებთ სტატიას კარგი იქნება კონკრეტულად ქართველის ჰაილაითები დადოთ და არა მხოლოდ მთლიანი თამაშის.
ექსპერტი
11:28 28-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული