მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკა" ევროლიგაზე "უნიკახასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი წარუმატებლად დაიწყო. სტამბოლური კლუბი მალაგაში "უნიკახას" შეხვდა და მართალია, ბრძოლაში, თუმცა მაინც დამარცხდა - 62:70.

ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომლის დაწყებამდეც მასპინძლები მხოლოდ 1 ქულით - 54:53 იგებდნენ და საბოლოოდ გამარჯვებამდე მივიდნენ.

მარკოიშვილი თამაშში სათადრიგოთა რიგებიდან ჩაერთო და მოედანზე 8:51 წუთი გაატარა. მანუჩარმა 1 ორქულიანი და 3 სამიანი ააცილა, შეხვედრა კი 2 მოხსნით და 1 ჩაჭრით - უქულოდ დაასრულა. სტამბოლელთაგან 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ სემიჰ ერდენმა დაძლია, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა.

ტოპ-16-ის ფორმატი შემდეგნაირია:
პირველი ეტაპიდან გასული 16 გუნდი 2 ჯგუფში განაწილდა. 2 წრის, ანუ 14 ტურის შემდეგ თითოეულიდან 4 საუკეთესო გუნდი გავა, რომლებიც მეოთხედფინალებში დაწყვილდებიან. "დარუშაფაკას" ჯჯგუფში მოხვდნენ: "უნიკახა", "ფენერბაჰჩე", "ეფესი", "პანათინაიკოსი", "ლოკომოტივ ყუბანი", "ცრვენა ზვეზდა" და "ცედევიტა".

დღეს გათამაშებაში ჩაერთვება თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩა", რომელიც სტუმრად "ჟალგირისს" შეხვდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული