ბექა ბურჯანაძის 22 ქულა და მატჩის MVP-ის ტიტული "აკტელ ფორცასთან"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბექა ბურჯანაძემ საკუთარ თავს და კლუბს კარგი საჩუქარი გაუკეთა.

ესპანეთის მეორე დივიზიონის მორიგ ტურში ქართველი ფორვარდის ლიდერობით "ლეიმა ბასკეტმა" გასვლითი გამარჯვება მოიპოვა. ლაკორუნიელები ლეიდაში "აკტელ ფორცას" შეხვდნენ და ბურჯანაძის 22 ქულის წყალობით გაიმარჯვეს - 85:82.

ბექა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. ბურჯანაძემ 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 22 ქულასთან ერთად ქართველმა ლეგიონერმა 5 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, რითაც მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მისმა მარგი
ქმედების კოეფიციენტმა მთლიანობაში 29 ერთეული შეადგინა და ის ტურის საუკეთესოობის კანდიდატიცაა.

"ლეიმა ბასკეტმა" ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში გვარიანად დაწინაურდა. 7 მოგებითა და 8 წაგებით ლაკორუნიელები მე-9 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩი ბურჯანაძის გუნდს 3 იანვარს, სტუმრად "პალენსიასთან" უწევს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული