2015 წლის ბოლო მატჩში დუდა სანაძემ 11 წუთში 9 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
2015 წლის ბოლო დღეს ვესტ ქოუსთის კონფერენციის პირველი მატჩი გამართა დუდა სანაძის "სან დიეგომ".

სანაძის გუნდის მეტოქე წინა სეზონის მაჩანჩალა, წელს კი გვარიანად მოღონიერებული "პასიფიკი" გახლდათ. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და სანაძის გუნდის 2-ქულიანი მარცხით - 75:77 დასრულდა.

სანდიეგოელთათვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა ბოლო წუთებზე პასიფიკელებმა გაქცევა მოაწყვეს, რაც მათი ლიდერის - რეი ბოულესის დამსახურებაა, რომელმაც მატჩის ბოლო 4:25 წუთში 10 ქულა ჩააგდო და თავისიანებს გაამარჯვებინა.

სანაძემ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, თუმცა მთლიანობაში მოედანზე მხოლოდ 11 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 5-დან
2 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 9 ქულას დუდამ 5 მოხსნა მოაყოლა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. სანდიეგოელთა შორის 15 ქულით და 7 მოსნით საუკეთესო იყო სერბი ვასა პუსიკა.

მომდევნო მატჩს "სან დიეგო" კვლავ სტუმრად, ამჯერად "სეინთ მერისთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული