საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა
ზაზა ფაჩულიამ, რომელიც გაზეთმა "ლელომ" წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დაასახელა, სოციალურ ქსელ "ფეისბუქით" ქართველ ერს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა, ვინც ერთი ხმით მაინც მისი ოცნების ახდენას უწყობს ხელს.
"სრულიად საქართველოს გილოცავთ დამდეგ 2016 წელს! ახალი 2016 წელი ყოფილიყოს თქვენთვის სიხარულის, ბედნიერების და წარმატების მომტანი.
ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით თანადგომისთვის და ასეთი მხარდაჭერისათვის! თქვენი თითოეული სტატუსი უდიდეს ენერგიას და სტიმულს მაძლევს.
დიდი მადლობა
ყველას, ვინც ერთხელ მაინც მომცა შანსი და მომცა ხმა, რომ ოცნება ავიხდინო და ჩემი გუნდის და ჩემი ქვეყნის სახელით ვითამაშო All Star-ის თამაში", - წერს კალათბურთელი "ფეისბუქზე".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრი მონაწილეობას იღებს გამოკითხვაში, რომელმაც NBA-ს სასტარტო ხუთეულების წევრები უნდა დაასახელოს.