დუდა სანაძის 11 ქულა "სენტ მერისთან" მატჩში

AutoSharing Option
დუდა სანაძის "სან დიეგომ" 33-ქულიანი მარცხი იწვნია. სანდიეგოელები კალიფორნიის ქალაქ მორაგაში "ვესტ ქოუსთის" კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტ "სენტ მერის" შეხვდნენ და 46:79 განადგურდნენ.

"სენტ მერის" უნივერსიტეტის გუნდმა მიმდინარე სეზონში გამართული 14 მატჩიდან 13 მოიგო, ახლახან დაწყებულ "ვესტ ქოუსთის" კონფერენციაში კი 4-დან 4 გამარჯვებით ლიდერობს. ამ გუნდის მორიგი მსხვერპლი სანაძის გუნდი შეიქნა. გამარჯვებულებს დეინ პინიუმ ულიდერა, რომელმაც 18 წუთში 17 ქულა ჩააგდო.

სანაძე სანდიეგოელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. დუდამ 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან 2
საჯარიმო ჩააგდო. ქართველი უკანახაზელის ანგარიშზე მთლიანობაში 11 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 პასი დაგროვდა. სანაძე ერთხელ დაჯარიმდა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. "სან დიეგოში" 12 ქულით და 7 მოხსნით საუკეთესო ბრეტ ბეილი გახდა.

10-გუნდიან "ვესტ ქოუსთის" კონფერენციაში 2-დან 2 წაგებით "სან დიეგო" ბოლოსწინა ადგილზეა. მის შემდეგ 3 წაგების მქონე "ლოიოლაა". მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი 8 იანვარს, შინ "სან ფრანცისკოსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული