ბექა ბურჯანაძის 23 ქულა პალენსიაში

AutoSharing Option
ესპანეთის მეორე დივიზიონის "ლეიმა ბასკეტში" მოთამაშე ქართველმა ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ მორიგ ტურში თავის გუნდს 23 ქულა მიაშველა, თუმცა სტუმრად "პალენსიის" დასამარცხებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბურჯანაძის შედეგიანობით ლაკორუნიელებმა ბოლო 6 შეხვედრა მოიგეს, თუმცა წარმატებული სერია პალენსიაში დაძაბულ ბრძოლაში შეწყვიტეს - 86:91 წააგეს.

ბურჯანაძე ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა 28 წუთი ითამაშა და 23 ქულა, 8 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 13-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 6-ივე საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 27 შეადგინა, რაც
ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.

7 მოგებითა და 9 მარცხით "ლეიმა ბასკეტი" მე-10 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 8 იანვარს ლაკორუნიელები "მელილას" უმასპინძლებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული