ოფიციალურად: ნიკა მეტრეველი "იუვეკაზერტაში" გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, 211 სანტიმეტრი სიმაღლის ნიკა მეტრეველმა კლუბი გამოიცვალა.

მეტრეველმა სეზონი იტალიურ სერია A-ში მოასპარეზე "ბეტალანდ კაპო დ'ორლანდოში" დაიწყო, სადაც 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი საშუალო მონაცემები მატჩში ასეთია: 15.5 წუთი, 4.1 ქულა და 3.4 მოხსნა.

მეტრეველის გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო და ერთი ხანობა ლიდერთა შორისაც იყო, თუმცა ორლანდოელებმა ბოლო 7 მატჩი წააგეს და 4 მოგებითა და 11 მარცხით ბოლო ადგილზე არიან.

ქართველმა ფორვარდმა გუნდი დატოვა და პირობებზე ასევე სერია A-ს წევრ "იუვეკაზერტას" შეუთანხმდა. ეს გუნდი უკეთეს
პოზიციაშია და 6 მოგებით მე-11 ადგილზე იმყოფება.

ქართველი ფორვარდის გუნდში მისვლა "იუვეკაზერტამ" ოფიციალურად დღეს დაადასტურა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული