"დღეს, როგორც არასდროს, ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა"

AutoSharing Option
გუშინ, 7 იანვარს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა NBA ALL-STAR-ის გამოკითხვის შუალედური შედეგები. სასიხარულოა, რომ ზაზა ფაჩულია რეალურ კანდიდატად იქცა - თუკი აქამდე ის გამოკითხვის შედეგებში საერთოდ არ ჩანდა, ახლა დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა 194 421 ხმით.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი თავად კალათბურთელმა სოციალურ ქსელში გააკეთა.

"ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს, ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა.

მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ!

ვამაყობ,
რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი, რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ჰქვია", - დაწერა ზაზამ.

აღსანიშნავია, რომ მე-13 პოზიციას იკავებს ფაჩულიას თანაგუნდელი, გერმანელი დირკ ნოვიცკი, რომელსაც ზაზაზე ორჯერ ნაკლები, 99 681 ხმა დაუგროვდა.

იხილეთ ინგლისური ვერსია - "I felt the power of Georgian people" - Zaza Pachulia moves to 8th place in NBA All-Star game poll
მკითხველის კომენტარები / 16 /
ემოციამ ამიტანა და ცრემლიც კი მომერია ზაზა შენი გამარჯვება იგივე ჩვენი გამარჯვებაა, ოლლ სტარში ქართველის თამაშს ამას ვერც კი ვიოცნებებდი
დავითი
08 იანვარი 2016 13:46
0
ზაზა გენაცვალე, ბოლომდე შენთან ვართ! მთელი საქართველო ჩართულია შენს მხარდასაჭერ კამპანიაში, იმიტომ რომ შენ ამას იმსახურებ!
georgiano
08 იანვარი 2016 13:43
0
გრუზინ სისულელეებს ნუ ბოდიალობ
zura
08 იანვარი 2016 13:42
0
gruzin:
შეეშვი ინტრიგნობას და დაიკავე ქართველის პოზიცია, რასაც მთელი ერი აკეთებს ეს დღეები.
ზაზა შენს გვერდში ვართ, ბოლომდე ვეცდებით შენი სახით საქართველომ ითამაშოს ოლსტარში!
ქომაგი
08 იანვარი 2016 13:38
0
მივცეთ ხმა ზაზას, ის ამას იმსახურებს საკართველოსგან, ბევრჯერ გაუხარებივართ.
ოთარი48
08 იანვარი 2016 12:51
0
ალბათ ნოვიცკის ნაღდი ხმები აქვს და არა როგორც ჩვენსას :) ჩემი აზრით, როცა ამერიკელების ხმებით გავა, მაშინ მართლა ეკუთვნის, ასე ხომ ცნობილია მოხვედრის მიზეზი.
gruzin
08 იანვარი 2016 12:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული