"დღეს, როგორც არასდროს, ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა"

AutoSharing Option
გუშინ, 7 იანვარს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა NBA ALL-STAR-ის გამოკითხვის შუალედური შედეგები. სასიხარულოა, რომ ზაზა ფაჩულია რეალურ კანდიდატად იქცა - თუკი აქამდე ის გამოკითხვის შედეგებში საერთოდ არ ჩანდა, ახლა დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა 194 421 ხმით.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი თავად კალათბურთელმა სოციალურ ქსელში გააკეთა.

"ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს, ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა.

მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ!

ვამაყობ,
რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი, რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ჰქვია", - დაწერა ზაზამ.

აღსანიშნავია, რომ მე-13 პოზიციას იკავებს ფაჩულიას თანაგუნდელი, გერმანელი დირკ ნოვიცკი, რომელსაც ზაზაზე ორჯერ ნაკლები, 99 681 ხმა დაუგროვდა.

იხილეთ ინგლისური ვერსია - "I felt the power of Georgian people" - Zaza Pachulia moves to 8th place in NBA All-Star game poll
მკითხველის კომენტარები / 16 /
გიოს, აგერ ზაზას თვითონ სასაცილოდ ეჩვენება, რომ ნოვიტცკის უსწრებს....ხანდახან ობიექტურობა თვით მიზანზე მაღალია.. :)
gruzin
09 იანვარი 2016 15:25
0
ეეეე გრუზინ,მართლა გრუზინი ხარ,თუ რომელიმე ჩვენი მეზობელი ერის წარმომადგენელი,გულზე ლახვარივით რომ ესობათ ქართველების წარმატება.
გიო
09 იანვარი 2016 08:33
0
ხმა ყოველდღე შეიძლება ერთიდაიგივე ადამიანმა მისცეს. დარჩა 10 დღე ხმის მიცემის დასრულებამდე. ზაზას მხოლოდ იმიტომ კი არ ვაძლევ ხმას რომ ქართველია, იმიტომ რომ სტატისტიკა მეტყველებს მის დამსახურებაზე. ზაზა პირველ სეზონს არ ატარებს ენბიეიში, აქამდე ასე მაღალ დონეზე მისასვლელად ძალიან ბევრი იშრომა და ასე მიაღწია ამ დამსახურებას!
ლუკა
08 იანვარი 2016 18:44
0
ლოგიკა არის შენს ბოლო პოსტში , მაგრამ , საქმე იმაშია რომ როგორც მაშინ იაო მინი , ისე ეხლა ზაზა ფაჩულიო ობიექტურად , თუნდაც სტატისტიკის მიხედვით იმსახურებს ოლ სტარს , მაშინ რა უნდა თქვა იმაზე რომ მთელი რუსეთი ცდილობს 15 კაცში მოახვედროს მოზგოვი რომელიც საშუალოდ 5-6 ქულას ვერ აგროვებს , მთელი ქვეყნები ცდილობენ გაამარჯვებინონ თავისიანს , და დღეს როცა ზაზა მართლა იმსახურებს თამაშს ხმა არ უნდა მივცეთ? და ერთ რჩევასაც მოგცემ იქნებ უყურო ნბა-ს ან მხოლოდ ზაზას თამაშებს მაინც, მერე უფრო პრაგმატულად იაზროვნებ
gruzins
08 იანვარი 2016 17:09
0
#NBAVOTE Zaza Pachulia
emigranti
08 იანვარი 2016 17:02
0
ჰმ... აბა თქვენ იცით :) კიდევ ერთხ3ელ წავიგრუზინებ და ავღნიშნავ, რომ ამერიკელებმა უნდა მისცენ ხმები არა გულმკერდზე მობრაგუნე გრუზინებმა :) Uბრალოდ ვერ იქნება ობიექტური ხმები... ე.ი ჩინელებმა თუ გაიყვანეს, ჩვენც მასე უნდა მოვიქცეთ? ობიექტურობის საკითხია და არა ურაპატრიოტიზმის.. რეალური მიღწევები უფრო ფასდება და არა წინასწარ ორგანიზირებული გაყალბება :)
gruzin
08 იანვარი 2016 16:20
0
გრუზინ სუფთა გრუ-ზინივით აზროვნებ... ზაზა არა გაპიარებული კალთბურთელი NBA-ში წლევანდელი სეზონი საუკეთესო აქვს...თან ქართველია ხოდა ზაზა გვინდა ALL სტარში !!!
10GO
08 იანვარი 2016 14:56
0
ზაზა საამაყო ქართველია და კარგი იქნება თუ მისი ღვაწლი ოლსტარით დაფასდება. ყველა კალათბურთელის ოცნებაა ოლსტარში თამაში.
ჩიკო
08 იანვარი 2016 14:30
0
ქართველებმა კი მივეცით ხმები, მაგრამ უფრო საინტერესო ისაა თვითონ დალასის ფანებმა (ადგილობრივმა) რამდენი ხმა მისცეს.
realoba
08 იანვარი 2016 14:11
0
არ მიყვარს აქ ცუდად მიმართვა მარა რეებს ბოდავ?! რა ნაღდი, აბა ზაზას ხმები ფალსიფიცირებულია?! ან რა შუაშია ამერიკელები, ეგრე იაო მინი ჩინელებმა გაიყვანეს და დღემდე ამაყობენ ამით. ამ ლაპარაკს სჯობს ხმა მისცე თავსი დროზე ;)
gruzin-s
08 იანვარი 2016 14:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული