დუდა სანაძის "სან დიეგომ" ისევ წააგო - ამჯერად ქართველი უკანახაზელის გარეშე. საქართველოს ნაკრების წევრი ავადაა, მას ვირუსი შეხვდა და პროფილაქტიკის მიზნით ჰოსპიტალშიც იმყოფებოდა. ახლა დუდა კარგადაა და მომდევნო მატჩში, სავარაუდოდ, მოედანზე გავა, დღეს, გამთენიისას კი მის გარეშე დარჩენილმა სანდიეგოელებმა შინ თანაშტატელ "სან ფრანცისკოსთან" 65:73 წააგეს.
სანაძის არყოფნაში თავი გამოიჩინა სანდიეგოელთა სერბმა ლეგიონერმა ვასა პუსიკამ, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო, ხოლო ჰოლანდიელმა ჯიტო კოკმა 15 ქულითა და 4 დაფარებით თავის გუნდში საუკეთესო შედეგი აჩვენა. "სან დიეგოს" 10-გუნდიან "ვესტ ქოუსთის" კონფერენციაში 3-დან 3
წაგება აქვს და მხოლოდ ოთხივე წაგების მქონე "ლოიოლას" უსწრებს.
მომდევნო მატჩი "სან დიეგოს" ჩვენი დროით 10 იანვრის გარიჟრაჟზე - შინ "სანტა კლარასთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით