ამერიკელმა კომენტატორებმა ზაზა ფაჩულიაზე იხუმრეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკელ კომენტატორებს NBA-ს ALL STAR-ის შუალედური შედეგების გამოცხადების შემდეგ ზაზა ფაჩულიას პოზიცია გაუკვირდათ და ამ ფაქტზე ხუმრობა დაიწყეს.

თუმცა შემდეგ გაკვირვებულები განაგრძობდნენ საუბარს, თუ როგორ მოახერხა ფაჩულიამ ამ პოზიციის დაკავება.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულიას მე-8 პოზიცია უკავია და ის ისეთ კალათბურთელებს უსწრებს, როგორებიც არიან დეანდრე ჯორდანი, დირკ ნოვიცკი, დუაიტ ჰოვარდი და ლამარკუს ოლდრიჯი.

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულია NBA ALL-STAR-ის გამოკითხვაში მერვე ადგილზე გადავიდა
მკითხველის კომენტარები / 7 /
მიაწექი, ზაზა !!!
Tariel
14 იანვარი 2016 19:07
0
ჯერ მარტო ზაზა უჩვენებდა იანკებს ჩვენი ერის საუკეთესო თვისებებს! ახლა ჩვენც აგვიყოლა და მოდით ამ ხმის მიცემით გავაგებინოთ იანკებს რომ ჯორჯია ფლორიდასთან კი არაა, არამედ კავკასიაშია! რომ ჩვენ ვართ ქართველი ერი, რომ ჩვენი მეფე იყო ფარსმან II ქველი!ვისი ვაჟკაცობის საპატივცემულოდ რომში მარსის ველზე ძეგლი დაიდგა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-2 საუკუნეში!
არჩილ ხოფერია
12 იანვარი 2016 12:17
0
ზაზა უსაყვარლესი ვაჯკაცი კაცია! ჩვენ მას ყველანი პატივს ვცემთ.
ჩემო ნიკა არ იცი რა უკვირთ? უკვირთ შენი და შენნაირების უსამართლობა, ჰოდა სხვას არ უნდა დააცინვინო. მერე ისიც ნუ გაგიკვირდება შენ რომ მოგექცევიან უსამართლოდ!
-ჰოდა ეს მსოფლიო მიტომაა ასე უსამართლო, რომ ჩვენ, თვითოული ჩვენგანი ვართ მეტ ნაკლებად უსამართლონი! უსამართლო ადამანი სხვისგან ვეღარ მოითხოვს სამართლიანობას!
shoda
11 იანვარი 2016 22:43
0
ამერიკელი კომენტატორების უმრავლესობას კალათბურთი ელემენტარულად არ ესმის. მათ სლემ-დანკები და ალე-უპები მიაჩნიათ ნამდვილ კალათბურთად, ზაზა კი ინტელექტით გამოირჩევა და თამაშის ძარღვს გრძნობს. ასე რომ, უყურონ თავიანთ კერპებს - გრიფინს, დ.ჯორდანს და ა.შ., ჩვენ კი ვიამაყოთ ჩვენი დიდი თანამემალით
tim147
11 იანვარი 2016 20:45
0
ჩვენ ჩვენი ვიცოდეთ ყველგან... წავიდეს მაგათიც...
გია
11 იანვარი 2016 19:31
0
რა უკვირთ, გულშემატკივრები ვაძლევთ ხმას, როგორც სხვა ნებისმიერ კალათბურთელს აძლევს ხმას გულშემატკივარი. ქართველია თუ ფრანგი ამას მნიშვნელობა აქვს? ეს ხომ საექსპერტო შეფასება არაა, ყველგან არის მსგავსი ჩამორჩენილი აზროვნების ხალხი.არაუშავს,ჩვენ მყარად ყოველდღე მივცეთ ხმა ზაზას !!!
nika
11 იანვარი 2016 18:27
0
ეს კაცი იმსახურებს ამ სეზონში და იმიტომაცაა ამ პოზიციაზე. ვიღაცები იკბინებიან - ქართველები აქაჩინებენო. NBA-ს ტრანსლაციებში მთელი მსოფლიო ფულს იხდის და დიდი ხანია რაც ის მარტო ამერიკელების ტურნირი აღარაა და ამას თვითონ აღიარებენ სხვა ქვეყნებისთვის ხმის მინიჭების უფლებით. ასე, რომ ამათ რა აწუხებთ ვერ გავიგე
levani
11 იანვარი 2016 17:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული