ამერიკელები: ფაჩულიაზე ჩვენმა შეფასებებმა ქართველები ძალიან გააბრაზა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკელმა კომენტატორებმა შოუ The Starters-ში მორიგი გადაცემა მიუძღვნეს ზაზა ფაჩულიას.

ამჯერად მათ გაარკვიეს, თუ საიდან აქვს ქართველ ცენტრს ამდენი ხმა NBA ALL STAR-ის გამოკითხვის შუალედურ შედეგებში.

კომენტატორებმა ირონიითა და იუმორით განიხილეს ფაჩულიას შედეგები, თუმცა, ასევე, ბოდიშიც მოიხადეს და გადაწყვიტეს, ფაჩულიას კარიერის 5 საუკეთესო მომენტი შეეთავაზებინათ მაყურებლისთვის.

"წინა ჯერზე განვიხილეთ, როგორ არის საერთოდ შესაძლებელი, რომ 30 წლის ზაზა ფაჩულია, რომელიც არასდროს ახლოსაც კი არ ყოფილა "ოლ სტარში" მოსახვედრად, ახლა ასე მაღლა არის გამოკითხვის შედეგებში. უფრო მაღლაც კი, ვიდრე დემარკუს კაზინი, დუეინ
ჰოვარდი და დირკ ნოვიცკი.

ეს უმაღლესი ლიგაა, როგორ მოხდა ეს? ვინ გააკეთა ეს? საქართველომ? რამდენია მათი მოსახლეობის რაოდენობა? ოღონდ შტატის კი არა, ქვეყანა საქართველოსი?

როგორც ჩანს, ჩვენმა შეფასებებმა ძალიან გააბრაზა ქართველები. ჩვენი გვერდი აივსო კომენტარებით მათი მხრიდან და ათასობით ხმა კიდევ დაემატა ზაზას.


მაგრამ ზაზას საქართველოში ყველა უჭერს ხმას: ეს არის ქართული შოუ "ნიჭიერი" და თქვენ ხედავთ, ზაზას სახელი სცენაზე ჩანს. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტვიტერზე" დაწერა იგივე; ასევე, სამხედროებიც ერთად უჭერენ მას მხარს.

ჩვენ გადავწყვიტეთ, მოგვებოდიშებინა - რაღაც მხრივ და შევკრიბეთ მთელი მისი კარიერის 5 საუკეთესო მომენტი".

ზაზა ფაჩულიაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ტეგი ზაზა ფაჩულია

იხილეთ ინგლისური ვერსია - NBA TV show apologizes - "sort of" - for being sarcastic over Georgian center Zaza Pachulia
მკითხველის კომენტარები / 22 /
#NBAVOTE zaza pachulia
vova
14 იანვარი 2016 13:01
0
ამერიკელებო ეღადავეთ ჯეფერსონს თუ ვაშინგტონს
მიდი ხო მოვდივარ
14 იანვარი 2016 12:49
0
წადი ტქვენი ამერიკელი ... მივაწვეტ ქარტველებო ჯიგრულად და დაუმტკიცოტ .... ვისი გორისანი ვარტ!!!!!
giuri
14 იანვარი 2016 12:47
0
Ai egre
Giga
14 იანვარი 2016 12:46
0
ბმბ

მარტო ზაზა კიარა სასტარტო 5-ეული დაასვენა დირკ ნოვიცკიც არ იყო )))
svani_7
14 იანვარი 2016 12:40
0
არააააა!! მაინც ირონიით ლაპარაკობენ))) ბოლოში ზაზას მიმართვა რომ გაუშვეს მაინც ღადაობენ ამათი.... )))))
svani_7
14 იანვარი 2016 12:38
0
ზაზა რომ არ იყო, იმიტომაც წაასხა ბოლო თამაში დალასმა ასეთი ანგარიშით. სამწამიანში როგორ გულაობდნენ ტიპები, აი რატომ უნდა იყოს ზაზა იქ, სადაც იქნება კიდეც, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ თქვე ერთუჯრედიანებო, შტატს და ქვეყანას რომ ვერ არჩევთ ერთმანეთისგან!
ბმბ
14 იანვარი 2016 12:29
0
#‎NBAVOTE‬ Zaza Pachulia და წადი თქვენი
სიმარტლე
14 იანვარი 2016 12:28
0
Imoqmeda tsamalma. #NBAVOTE zaza pachulia
Giga
14 იანვარი 2016 12:10
0
რა ცუდად გვეგადავნენ, ეს ..., მაგრად დაგვცინეს.... / (... ჟურნალისტები) /// ზაზას ფეხის ფრჩხილად არ ღირან ეგენი, სამივე... /
Vaso
14 იანვარი 2016 12:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული