დუდა სანაძემ ლიდერ "გონზაგასთან" 21 ქულა მოაგროვა

AutoSharing Option
"სან დიეგომ" ვაშინგტონის ქალაქ სპოქეინში "გონზაგასთან" უშანსოდ - 52:88 წააგო, ქართველი უკანახაზელი კი სტუმრათა გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი გახლდათ.

სანაძემ 21 ქულა მიითვალა, მის თანაგუნდელთაგან კი ვერც ერთმა 10 ქულიან ზღვარსაც კი ვერ მიაღწია.

სანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 21 ქულასთან ერთად 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ლეგიონერმა 10-დან 4 ორქულიანი, 9-დან 3 სამიანი და ოთხიდან ყველა საჯარიმო ჩააგდო. გონზაგელებმა კაილ უილტიერის წინამძღოლობით - რომელმაც 25 ქულა მიითვალა - პირველი ტაიმის შემდეგვე
გადაწყვიტეს მატჩის ბედი.

1 მოგებითა და 5 მარცხით "სან დიეგო" ვესტ ქოუსთის კონფერენციაში ბოლო, მე-10 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი სტუმრად, პეპერდაინის უნივერსიტეტის გუნდთან, 21 იანვარს ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული