ბექა ბურჯანაძის 10 ქულა და მარცხი "ოურენსესთან"

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის გუნდის წარუმატებელი მატჩი ესპანეთში.

ლაკორუნიულმა "ლეიმა ბასკეტმა" ერთ-ერთ კონკურენტს უმასპინძლა და უშანსოდ დამარცხდა. ქართველი ფორვარდის გუნდმა "ოურენსესთან" შეხვედრა 73:90 დათმო.

ბურჯანაძე, რომელიც კარგ ფორმაშია და უმეტესწილად 20 ქულაზე ნაკლებით არ ტოვებს მოედანს, ამჯერად შედარებით მოკრძალებული იყო. ქართველ კალათბურთელს სროლა არ წაუვიდა. ბურჯანაძემ 9-დან 1 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ ბექამ 10 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

8 მოგებითა და 10 მარცხით ბურჯანაძის გუნდი 16-გუნდიან ესპანეთის მეორე ლიგაში მე-10 ადგილზეა.
მომდევნო მატჩი ლაკორუნიელებს 23 იანვარს, კიდევ ერთ კონკურენტთან, ცხრილის მეზობელ "ბრეგანთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული