ლაკორუნიულმა "ლეიმა ბასკეტმა" ერთ-ერთ კონკურენტს უმასპინძლა და უშანსოდ დამარცხდა. ქართველი ფორვარდის გუნდმა "ოურენსესთან" შეხვედრა 73:90 დათმო.
ბურჯანაძე, რომელიც კარგ ფორმაშია და უმეტესწილად 20 ქულაზე ნაკლებით არ ტოვებს მოედანს, ამჯერად შედარებით მოკრძალებული იყო. ქართველ კალათბურთელს სროლა არ წაუვიდა. ბურჯანაძემ 9-დან 1 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ ბექამ 10 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
8 მოგებითა და 10 მარცხით ბურჯანაძის გუნდი 16-გუნდიან ესპანეთის მეორე ლიგაში მე-10 ადგილზეა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით