ტეხასურ დერბიში დალასელები მეორე პერიოდის შუაწელამდე ღირსეულად იბრძოდნენ, თუმცა მასპინძლებმა მოახერხეს თამაშზე კონტროლის დაწესება და მატჩის ბოლომდე უპირატესობას გამუდმებით ზრდიდნენ. საბოლოოდ "სან ანტონიომ" 29 ქულის სხვაობით - 112:83 მოიგო.
ზაზამ 21 წუთი ითამაშა და სროლები არ წაუვიდა: 7-დან 1 ორქულიანი
ქართველმა ცენტრმა პატი მილსთან უხეშობისთვის არასპორტული ჯარიმა მიიღო, ხოლო დალასელთა მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაისლი მოედანზე შეჭრის გამო თამაშიდან გააძევეს.
დალასელთა სასტარტო ხუთეულის წევრთაგან მხოლოდ ვესლი მეთიუზი ასცდა 10-ქულიან ზღვარს და 12 ქულა მიითვალა. დირკ ნოვიცკი 4 ქულას დასჯერდა, ჩანდლერ პერსონსმა 5 მიითვალა, დერონ უილიამსის ანგარიშზე კი 8 ქულა დაგროვდა.
ფაჩულიას გუნდს 23 მოგება და 19 მარცხი აქვს. ანალოგიური შედეგი გააჩნია "მემფისს" და ეს გუნდები დასავლეთ კონფერენციაში მე-5-მე-6 ადგილებს იყოფენ. მომდევნო მატჩს "დალასი" ხვალ, შინაურ არენაზე "ბოსტონ სელტიქსთან" გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით