შეგახსენებთ, რომ "ოლ სტარში" სათამაშოდ საჭირო იყო სამეულში მოხვედრა. მატჩზე მოხვედრის შანსი პირველად ჰქონდა საქართველოს ნაკრებისა და "დალას მავერიკსის" ცენტრ ზაზა ფაჩულიას, რომელსაც, სამწუხაროდ, მიზნამდე 14 228 ხმა დააკლდა - 768,112 ხმით ქართველი მეოთხე ადგილზე გავიდა.
ფაჩულიამ ბოლო არასრულ კვირაში 450, 000 ხმაზე მეტი მიიღო, რაც გამორჩეული შედეგია და ამას ნბა-ს ანალიტიკოსებიც აღნიშნავენ. ზაზამ ზურგსუკან მოიტოვა
კობი ბრაიანტი (ლეიკერსი) 1 891 614
კევინ დურანტი (ოკლაჰომა სიტი) - 980 787
კავაი ლეონარდი (სან ანტონიო) - 782 339
ზაზა ფაჩულია (დალასი) - 768 112
დრაიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი) - 726 616
ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი) - 651 860
ენეს კანტერი (ოკლაჰომა სიტი) - 534 499
ხმის მიცემის პროცედურა ჩვენი დროით 19 იანვარს, დილის 08:59 საათზე დასრულდა. ხმის მიცემა მიმდინარეობდა NBA-ს ოფიციალური ვებგვერდით, "ფეისბუქით", "ტვიტერით", "გუგლ პლუსით" და "ინსტაგრამით".
ისტორიაში პირველად, NBA-ს ALL-STAR-ი აშშ-ის საზღვრებს მიღმა გაიმართება. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების მატჩი კანადაში, ტორონტოში 14 თებერვალს ჩატარდება.
გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები ასე გამოიყურება:
აღმოსავლეთი კონფერენცია
ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი"), პოლ ჯორჯი ("ინდიანა"), კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), კაილ ლოური ("ტორონტო").
დასავლეთი კონფერენცია
კობი ბრაიანტი ("ლეიკერსი"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა სიტი"), კავაი ლეონარდი ("სან ანტონიო"), სტეფ კარი ("გოლდენ სტეიტი"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა სიტი").
"ოლ სტარის" მონაწილე დანარჩენ 8-8 მოთამაშეს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციათა ნაკრები გუნდების მწვრთნელები დაასახელებენ. შესაბამისად, არსებობს ქართველი ცენტრის "ოლ სტარზე" მოხვედრის შანსი. დასავლეთის გუნდს "სან ანტონიოს" თავკაცი გრეგ პოპოვიჩი გაწვრთნის და მასზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ზაზა "ოლ სტარში".
იხილეთ ინგლისური ვერსია - Zaza Pachulia fell short of the NBA All Star by only 14 228 votes
თავი თავიმშვიდოთ იმითი, რომ 14000 ხმა დაკლადა. აბა 1 ხმა რომ დაკლებოდა გული გამისკდებოდა :)
ცოტა ხნის წინ "ევრობასკეტ 2017"-ის შესარცევის კენჭისყრა დამთავრდა. საკმაოდ რთული ჯგუფია, თანაც მასპინძელი ბულგარეთი ჩვენთან მოხვდა. აი, ეხლა უნდა გამოიჩინოს ზაზამ თავი და ქვეყანა ასახელოს.
P.S. ისე, გამორიცხული არ არის, ზაზას მომხრეების ამდენი ხმა რომ შევიდა, რაღაც ოდენობაზე ე.წ. პროგრამულად ფილტრი დაეყენებინათ, ან დაებლოკათ.