მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" ევროლიგაზე ისევ წააგო

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" ევროლიგის ტოპ-16-ში ისევ წააგო. 4 ტურის თავზე სტამბოლელებმა მე-4 მარცხი თანაქალაქელ "ფენერბაჰჩესთან" იწვნიეს.

შეხვედრა ევროპული კალათბურთისთვის არადამახასიათებელი უხვქულიანობით გამოირჩა და "ფენერბაჩეს" გამარჯვებით - 106:100 დასრულდა.

ქართველმა უკანახაზელმა "დარუშაფაკას" სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 23:11 წუთი გაატარა. მარკოიშვილმა 4-დან 2 ორქულიანი და 6-დან 2 სამიანი ჩააგდო. მანუჩარის ანგარიშზე საბოლოოდ 10 ქულა და 1 პასი დაგროვდა. მარკოიშვილი 4-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

დარუშაფაკელთაგან 22 ქულით საუკეთესო იყო ამერიკელი ლიუკ ჰარანგოდი, 17 ქულა კი ენდერ არსლანმა მიითვალა.

მოგების
გარეშე მყოფი "დარუშაფაკა" 8-გუნდიან A ჯგუფში ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 29 იანვარს, ათენში "პანათინაიკოსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული