ბექა ბურჯანაძის 26 ქულა და გამარჯვება "ბრეგანთან"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, რომელიც ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში "ლეიმა ბასკეტის" ღირსებას იცავს, მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა.

ლაკორუნიული გუნდი სტუმრად ეთამაშებოდა ცხრილში მეზობელ "ბრეგანს", რომელიც ქართველი ფორვარდის 26-ქულიანი გარჯის წყალობით დაძაბულ ბრძლაში - 89:84 დაამარცხა.

ბურჯანაძე ლარკორუნიული გუნდის ბომბარდირი გახდა. ქართველმა ფორვარდმა 30 წუთი ითამაშა და 26 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ბექამ 12-დან 7 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძეს კარგად აუბა მხარი სერხიო ოლმოსმა, რომელმაც
23 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. ამ 2 კალათბურთელზე გადაიარა "ლეიმა ბასკეტის" გასვლითმა მატჩმა და მათი ძალისხმევით ლაკორუნიელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მიითვალეს.

9 მოგებითა და 10 მარცხით ბურჯანაძის გუნდი მე-10 ადგილზეა და შემდეგი მატჩი 7 თებერვალს, ლა კორუნიაში "პალმა ეარ ეუროპასთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული