"ჰუპსთან" 94:97 წაგების მიუხედავად, ნიკა მე-5 ტურის MVP-ად აღიარეს. მან "ჰუპსთან" დაძაბულ მატჩში 33 ქულა, 11 მოხსნა და 6 ჩაჭრა მოაგროვა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 53 ჰქონდა.
"აზიაბასკეტზე" ვკითხულობთ: "ქართველ ფორვარდ ნიკოლოზ ცქიტიშვილს საოცარი საღამო გამოუვიდა. მისი დამსახურება იყო, "შამპვილი" "ჰუპსს" ბოლომდე რომ ებრძოდა, მაგრამ მაინც დამარცხდა. თუმცა ეს ქართველის გარჯას სულაც არ აფერმკრთალებს. მას საშუალო მაჩვენებლებიც მშვენიერი აქვს: 25.3 ქულა, 13.3 მოხსნა."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"