ზაზა ფაჩულიას "დალასმა" "ლეიკერსი" მისსავე მოედანზე დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 იანვარს, გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "დალასმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი სტუმრად "ლეიკერსთან" გამართა.

"დალასმა" მეტოქე ანგარიშით 92:90 დაამარცხა. სამწუხაროდ, არ უთამაშია ქართველ ცენტრს, რომელმაც წინა შეხვედრაც გამოტოვა ტრავმის გამო.

"დალასიდან" ყველაზე მეტი, 18 ქულა ჯეი ჯეი ბარეამ მიითვალა, თანაგუნდელებისგან მას ერთი ქულით ჩამორჩა ჩენდლერ პარსონსი. დირკ ნოვიცკი ანგარიშზე 13 ქულაა.

ფაჩულიას შემცვლელმა ტუნისელმა სალაჰ მეჯრიმ მოედანზე 22:56 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 9 ქულა, 1 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა.

მომდევნო შეხვედრას "დალასი" ჩვენი დროით 28 იანვარს დილით, სტუმრად "გოლდენ
სტეიტთან" გამართავს.

26 მოგებითა და 21 მარცხით დალასელები დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული