მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკა" ათენში ბოლო წამებზე დამარცხდა

AutoSharing Option
დასანანი მარცხი განიცადა მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა ევროლიგაში. სტამბოლელები ათენში "პანათინაიკოსს" შეხვდნენ და მატჩი დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე - 79:82 დათმეს.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 28:20 წუთი ითამაშა. მანუჩარმა ერთნაირი წარმატებით ესროლა როგორც ახლო, ისე შორი მანძილებიდან და ორივე შემთხვევაში 3 ცდიდან 1 ტყორცნა გამოიყენა. შედეგად ქართველ უკანახაზელს 5 ქულა დაუგროვდა, რასაც მან 4 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაყოლა. მარკოიშვილის პასივში 6 დაკარგვა გახლდათ.

დარუშაფაკელთა შორის 26 ქულით ჟამონ გორდონი გამოირჩა, ხოლო 18 ქულა ლიუკ ჰარანგოდის ანგარიშზე დაგროვდა.
"პანათინაიკოსს" გამარჯვებისკენ მიროსლავ რადულიცა და ნიკ კალატესი გაუძღვნენ.

5 ტურის თავზე მოუგებლად რჩება "დარუშაფაკა", რომელიც ჯგუფის უპირიბო აუტსაიდერია და ევროლიგაში მომდევნო მატჩს 4 თებერვალს, შინ "ცრვენა ზვეზდასთან" ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული