მანუჩარ მარკოიშვილის 12 ქულა და გამარჯვება "გაზიანთეფთან"

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის შედეგიანი თამაში "დარუშაფაკაში". თურქეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში სტამბოლელებმა "გაზიანთეფს" უმასპინძლეს და ანგარიშით 90:65 სძლიეს, რაშიც ლომის წილი ქართველმა უკანახაზელმა დაიდო.

მარკოიშვილმა მოედანზე 15:12 წუთი დაჰყო, რის განმავლობაშიც 12 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარმა 4-დან 1 ორქულიანი, 3-ვე სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

ქართველ კალათბურთელზე მეტი - 15 ქულა მხოლოდ ფურკან ალდემირმა ჩააგდო, რეჯი რედინგის და მილკო ბიელიცას ანგარიშზე კი, შესაბამისად, 11 და
10 ქულა დაგროვდა.

10 მოგებითა და 6 წაგებით "დარუშაფაკა" თურქეთის სუპერლიგაში მე-5 ადგილზეა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული