დუდა სანაძის 12 ქულა და გამარჯვება "ლოიოლასთან"

AutoSharing Option
დუდა სანაძის "სან დიეგომ" კონფერენციაში მე-2 გამარჯვება მოიპოვა. კალიფორნიელებმა "ლოიოლა მერიმაუნთის" უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლეს და 77:69 დაამარცხეს.

ქართველი უკანახაზელი შეხვედრაში სათადარიგოთაგან ჩაერთო და მოედანზე 3 სასტარტოზე მეტი - 29 წუთი გაატარა. სანაძემ 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

საქართველოს ნაკრების წევრს საბოლოოდ 12 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაუგროვდა. სანაძე 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთიც 2-ჯერ დაკარგა. სანდიეგოელებს 23 ქულით მარკუს ჰარისმა ულიდერა.

"ვესტ ქოუსტის" კონფერენციაში "სან დიეგოს" 2 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და
ბოლო ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩს სანაძის გუნდი 5 თებერვალს, შინ "პასიფიკთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული