მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" ევროლიგის ტოპ-16-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" ევროლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ტოპ-16-ის საწყის 5 მატჩში დამარცხების შემდეგ სტამბოლელებმა მორიგ ტურში სერბულ "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლეს და 3 ქულით - 69:66 იმარჯვეს.

სამწუხაროდ, ქართველმა უკანახაზელმა მხოლოდ 5 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 1 ჩაჭრა მიითვალა და 2-ჯერ დაჯარიმდა. მარკოიშვილს ტრავმა არ მიუღია, მისი მოედანზე ყოფნის დრო მწვრთნელმა საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრა. სტამბოლელთაგან საუკეთესო სემიჰ ერდენი გახდა 14 ქულით, ენდერ არსლანის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა.

1 მოგებითა და 5 მარცხით "დარუშაფაკა" ტოპ-16-ის ერთ-ერთ ჯგუფში ბოლო
ადგილზეა. მორიგ ტურში სტამბოლელები სტუმრად "ლოკომოტივ-ყუბანს" შეხვდებიან. მატჩი კრანსნოდარში 12 თებერვალს გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული