ვიქტორ სანიკიძის 16 ქულა "თედ კოლეჯს" გამარჯვებისთვის არ ეყო

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძე თურქეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში შედეგიანად გაისარჯა, თუმცა მისი გუნდი გამარჯვებას ვერ შესწვდა.

სუპერლიგის მორიგ ტურში სანიკიძის "თედ კოლეჯი" სტუმრად "უშაკს" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში - 67:74 დამარცხდა.

სანიკიძე თავის გუნდში საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა 34:47 წუთი ითამაშა და 16 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ვიქტორმა 9-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. როგორც ქულებში, ისე მოხსნებში სანიკიძე თავის გუნდში საუკეთესო იყო.

7 მოგებითა და 10 მარცხით "თედ კოლეჯი" 16-გუნდიან თურქულ
სუპერლიგაში მე-11 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ანკარელები 13 თებერვალს, სტუმრად "იეშილგირესუნთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული