მანუჩარ მარკოიშვილის "დარუფაშაკა" "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის ერთი მატჩი ორშაბათს გაიმართა. "ფენერბაჰჩემ" "დარუშაფაკა" მიიღო, რომელშიც ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი გამოდის. როგორც მოსალოდნელი იყო, "ფენერბაჰჩემ" დამაჯერებლად გაიმარჯვა - 94:74.

მანუჩარი მწვრთნელმა მხოლოდ 13 წუთით ათამაშა. ამ დროში მან 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

17 ქულით მატჩის სნაიპერი დარუშაფაკელი ჰერენგოდი გახდა, ხოლო 16 ქულით ვიცე-ბომბარდირობა "ფენერბაჰჩეს" იტალიელმა ლეგიონერმა დატომემ იკისრა.

10 მოგებითა და 6 წაგებით "დარუშაფაკა" თურქეთის ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა. მეთერთმეტეა ვიქტორ სანიკიძის "თედ კოლეჯი", 7 მოგება, 10 მარცხი.

მომზადებულია
gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული