ევროლიგა. ტოპ-16: მანუჩარ მარკოიშვილის 4 ქულა და მარცხი კრასნოდარში

AutoSharing Option
ევროლიგის ტოპ-16-ის მორიგ, მე-7 ტურში მორიგი მარცხი განიცადა მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ".

სტამბოლურმა გუნდმა კრასნოდარში "ლოკომოტივთან" უშანსოდ - 58:82 წააგო და მხოლოდ ერთი გამარჯვებით ჯგუფის ბოლო ადგილზე იმყოფება.

ქართველი უკანახაზელი სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 19:26 წუთი გაატარა. მანუჩარმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. მარკოიშვილმა საბოლოოდ 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

სტამბოლელთაგან 19 ქულით საუკეთესო სკოტი ვილბეკინი გახდა, 11 ქულა დააგროვა ემირ პრელდჟიჩმა.

ერთი მოგებითა და 6 მარცხით მარკოიშვილის გუნდი
ჯგუფის აუტსაიდერია. მორიგ მატჩს "დარუშაფაკა" 25 თებერვალს, შინ ესპანურ "უნიკახასთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული