სტამბოლურმა გუნდმა კრასნოდარში "ლოკომოტივთან" უშანსოდ - 58:82 წააგო და მხოლოდ ერთი გამარჯვებით ჯგუფის ბოლო ადგილზე იმყოფება.
ქართველი უკანახაზელი სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 19:26 წუთი გაატარა. მანუჩარმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. მარკოიშვილმა საბოლოოდ 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა.
სტამბოლელთაგან 19 ქულით საუკეთესო სკოტი ვილბეკინი გახდა, 11 ქულა დააგროვა ემირ პრელდჟიჩმა.
ერთი მოგებითა და 6 მარცხით მარკოიშვილის გუნდი
წყარო: gbf.ge