ზაზა ფაჩულიას ეფექტური პასი და დირკ ნოვიცკის ისტორიული ქულა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიას "დალასმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა შინ "ფილადელფიასთან" გამართა და ანგარიშით 129:103 დაამარცხა.

ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 19.14 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 9 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი ორჯერ დაკარგა.

ქართველმა ცენტრმა 5-დან 2 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიამ ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი მოხსნა დააგროვა.

ყველაზე მეტი, 31 ქულა ფილადელფიელმა ჯალილ ოკაფორმა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში "დალასის" გერმანელმა ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ ისტორიულ ნიშნულს
მიაღწია. ნოვიცკი მე-6 კალათბურთელი გახდა NBA-ს ისტორიაში, ვინც 29 000-ქულიან ზღვარს გასცდა. საიუბილეო ქულა კი ნოვიცკიმ ზაზა ფაჩულიას ეფექტური პასის შემდეგ ჩააგდო.

აქამდე 29-ათასიან ნიშნულს კარიმ აბდულ-ჯაბარმა, კარლ მელოუნმა, კობი ბრაიანტმა, მაიკლ ჯორდანმა და უილტ ჩემბერლენმა მიაღწიეს.

საბოლოოდ ნოვიცკიმ "ფილადელფიასთან" 18 ქულა ჩააგდო.

"ფილადელფიასთან" მატჩის შემდეგ "დალასი" 30 მოგებითა და 27 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება.

მომდევნო მატჩს "დალასი" შინ "ოკლაჰომასთან", ჩვენი დროით 25 თებერვალს, გამთენიისას გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მეტი სანერვიულო არ გაქვთ? ჩემბერლენმა მე-100 ქულა რომ ჩააგდო,პასის ავტორი(გვარი აღარ მახსოვს) მივარდა მსაჯების მაგიდასთან ხომ შეიტანეთ ოქმში პასი მე რომ მივეციო... მოკლედ სიმბოლური დატვირთვა აქვს,რა ყველაფერზე კირკიმალობთ,რა მოხდა...
fan
22 თებერვალი 2016 19:46
0
აუფ მეთქი რაღაც სასწაული გააკეთათქო :)))გასაგებიაა ზაზა გვიყვარს ყველას და მხოლოდ წარმატებას ვუსრვებ გამიხარდება ძაან ,მაგრამ NBA-ში თამაშობს ეს კაცი და ეგეთ პასებს იქ დამწყებები აკეთებენ.ეფექტური ცოტა სხვა სიტყვაა :)
zaza
22 თებერვალი 2016 16:03
0
პასი არის ეფექტური როცა მიმღები ბურთს კალათში ათავსებს!
არჩილ ხოფერია
22 თებერვალი 2016 15:46
0
რა არის ამ პასში ეფექტური, ძალიანაც ნუ გაუტევთ ხოლმე ავტორები რა, როცა თამაშობს და აკეთებს რამეს საუბარი არაა ენაცვალოს ჩემი თავი მაგრამ ესეც არ შეიძლება რა
guga
22 თებერვალი 2016 13:50
0
ეფექტურზე გამეცინა .)))
www
22 თებერვალი 2016 13:16
0
ალბათ , კარიერაშიო? მართლა საინტერესოა რამდენით ჩამორჩება ხუთ აფროამერიკელს და ტევტონს.
...
22 თებერვალი 2016 12:36
0
ხუთიდან ორი ჩააგდო თამაშიდნ
papa
22 თებერვალი 2016 12:10
0
ზაზამ სულ რამდენი ჩააგდო7მოგეყერათ მარილი ბარემ -ამომწურავად, სტატისტიკისათვის
daeweva direks -zaza?
22 თებერვალი 2016 11:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული