მანუჩარ მარკოიშვილის 16 ქულა და ბოლო წამზე დაკარგული თურქეთის თასი

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილმა და მისმა "დარუშაფაკამ" თურქეთის თასი ფინალური მატჩის ბოლოსწინა წამზე დაკარგეს.

სტამბოლურ ფინალში, რომელსაც თურქეთის თასის მფლობელი უნდა გამოევლინა, ქართველი ფორვარდი მოვლენების ეპიცენტრში იყო და შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგიც აჩვენა.

დასანანი კი ისაა, რომ მარკოიშვილს თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტიტული ხელიდან ბოლო მომენტში გამოეცალა. დღესდღეობით ევროპაში საუკეთესო გუნდმა "დარუშაფაკას" ბოიან ბოგდანოვიჩის სამქულიანით მოუგო, რომელიც სერბმა მსროლელმა მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე ჩააგდო და "ფენერბაჰჩეს" 67:65 მოაგებინა.

მარკოიშვილმა არასრული 25 წუთი ითამაშა და 16 ქულით თავისი გუნდის ბომბარდირი გახდა.

აღსანიშნავია, რომ
მანუჩარმა "ბანვითთან" ნახევარფინალურ მატჩშიც 16 ქულა მოაგროვა. საქართველოს ნაკრების წევრმა 4-დან 2 ორქულიანი და 7-დან 4 სამიანი ჩააგდო, რასაც 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაყოლა.

სკოტი ვილბეკინმა 15 ქულა მოაგროვა, ხოლო დარუშაფაკელთაგან სხვას არავის მიუღწევია 10-ქულიან ზღვრამდე. "ფენერბაჰჩეში" 21 ქულით ბოგდანოვიჩი გამოირჩა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული