ბექა ბურჯანაძის 14 ქულა "ლეიმა ბასკეტს" მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტს" კარგი შანსი ჰქონდა, ესპანეთის მეორე ლიგის ცხრილში კიდევ უფრო დაწინაურებულიყო, თუმცა საშინაო მატჩში "კასტელოს" ვერ აჯობა. ლა კორუნიაში გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით - 83:76 დასრულდა.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 22 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ბექამ საბოლოოდ 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი 5-ჯერ დაკარგა. ლაკორუნიელთაგან 16 ქულით და 6 მოხსნით საუკეთესო იყო სერხიო ოლმოსი.

11 მოგებითა და ამდენივე მარცხით
"ლეიმა ბასკეტი" ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს "ლეიმა ბასკეტი" 26 თებერვალს, სტუმრად "ჰუესკასთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაისქნებული ხარ ბექა, გაანძრიე ერთი ადგილი, 13 ქულას ბებაჩემი გააკეებდ შენს ლიგაში
leri
16:29 22-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული